გუშინ, ტყიბულში მამაკაცი ავტომობილში ჩაცხრილეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მამაკაცი ქალაქში გადაადგილდებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს 20-მდე ტყვია ესროლეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.











