აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ კონსტიტუციის 25-ე შესწორების ამოქმედება მისთვის ნულოვან რისკს წარმოადგენს.
„25-ე შესწორება ჩემთვის ნულოვან რისკს წარმოადგენს, თუმცა ის ჯო ბაიდენსა და მის ადმინისტრაციას დაუბრუნდება. უფრთხილდით საკუთარ სურვილებს“,- განაცხადა ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ 7 იანვარს სენატში „დემოკრატების“ ლიდერმა დონალდ ტრამპის წინააღმდეგ აშშ-ის კონსტიტუციის 25-ე შესწორების ამოქმედება მოითხოვა.











