ჩვენ დავიბრუნებთ სენატს, წარმომადგენელთა პალატას, თეთრი სახლს და ეს იმაზე სწრაფად მოხდება, ვიდრე წარმოგიდგენიათ,- ამის შესახებ აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას უდიდესი მხარდაჭერის გამოხატვისთვის. ჩვენ დავიბრუნებთ სენატს, წარმომადგენელთა პალატას, თეთრ სახლს და ეს იმაზე სწრაფად მოხდება, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ეს რაღაც განსაკუთრებული იქნება. „რესპუბლიკური პარტია“ ისეთი ძლიერია, როგორიც არასდროს ყოფილა და უფრო ძლიერი გახდება, ვიდრე ახლაა. მადლობა ყველას, ეს მართლა წარმოუდგენელი მხარდაჭერა იყო“,- აცხადებს ტრამპი.











