„ჩვენ ვამცირებთ შეიარაღებულ ძალებს, რადგან ისინი გადასახადებს არ იხდიან. ისინი ვალდებულების არშემსრულებლები არიან“,- ამის შესახებ დონალდ ტრამპმა გერმანიიდან ამერიკელი სამხედროების გამოყვანაზე საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას politico ავრცელებს.
„ჩვენი სამხდეროები იქ არიან ევროპის დასაცავად. ისინი იქ არიან გერმანიის დასაცავად და გერმანიამ ამისთვის უნდა გადაიხადოს. გერმანია ამისთვის არ იხდის. ჩვენ მეტად აღარ გვსურს დოყლაპიები ვიყოთ. ასე რომ, ჩვენ ვამცირებთ შეიარაღებულ ძალებს, რადგან ისინი გადასახადებს არ იხდიან. ისინი ვალდებულების არშემსრულებლები არიან“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ს თავდაცვის მინისტრმა, მარკ ესპერმა განაცხადა, რომ გერმანიიდან 12 000-მდე ჯარისკაცს გაიყვანს.
12 ათასამდე ამერიკელი ჯარისკაციდან 6 400 ჯარისკაცი აშშ-ში დაბრუნდება, ხოლო 5 400 სხვადასხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გადანაწილდება.











