„მზად ვარ მადუროს შევხვდე მხოლოდ ერთ საკითხზე სასაუბროდ – ესაა მის მიერ ძალაუფლების მშვიდობიანი დათმობა“,- ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.
„მემარცხენე რადიკალებისგან განსხვავებით, მე ყოველთვის შევეწინააღმდეგები სოციალიზმს ვენესუელელ ხალხთან ერთად. ჩემი ადმინისტრაცია ყოველთვის თავისუფლების მხარეს იდგა და ეწინააღმდეგებოდა მადუროს დესპოტურ რეჟიმს! მე მზად ვარ, შევხვდე მას, მხოლოდ ერთ საკითხზე სასაუბროდ – ესაა მის მიერ ძალაუფლების მშვიდობიანი დათმობა!“,- წერს დონალდ ტრამპი.
Unlike the radical left, I will ALWAYS stand against socialism and with the people of Venezuela. My Admin has always stood on the side of FREEDOM and LIBERTY and against the oppressive Maduro regime! I would only meet with Maduro to discuss one thing: a peaceful exit from power!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) June 22, 2020
ცნობისთვის, აშშ და კიდევ 60 ქვეყანა ვენესუელას დროებით პრეზიდენტად ოპოზიციონერ ხუან გუაიდოს აღიარებს, რომელმაც ვენესუელის ლიდერად თავი ჯერ კიდევ 2019 წლის იანვარში გამოაცხადა. ანალოგიური პოზიცია აქვს საქართველოსაც.











