აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ტულსაში, ოკლაჰომას შტატში მის მხარდამჭერ მიტინგზე ერთ მილიონ ადამიანს სურს დასწრება. ამის შესახებ დოლანდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე დაწერა.
„დაახლოებით ერთმა მილიონმა ადამიანმა ტულსაში მიტინგზე ბილეთების შესაძენად განაცხადი გამოაგზავნა“,- დაწერა დონალდ ტრამპმა Twitter-ზე.
Almost One Million people request tickets for the Saturday Night Rally in Tulsa, Oklahoma!
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) June 15, 2020
შეგახსენებთ, რომ ტულსაში, ოკლაჰომას შტატში, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერი მიტინგი 20 ივნისისთვის არის დაგეგმილი. ეს პირველი მიტინგი იქნება, მას შემდეგ, რაც აშშ-ში კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელება დაიწყო, რის გამოც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ბოლოს ამგვარი მიტინგი აშშ-ის პრეზიდენტმა მარტში ჩაატარა.











