აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მაიკ პენსს თაღლითურად არჩეული კოლეგიის წევრების აცილების უფლება აქვს. ამის შესახებ ტრამპი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს.
„ვიცე-პრეზიდენტს თაღლითურად არჩეული კოლეგიის წევრების აცილების უფლება აქვს“, – წერს ტრამპი.
შეგახსენებთ, რომ 6 იანვარს აშშ-ის კონგრესის ორივე პალატის ერთობლივ სხდომაზე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დამტკიცდეს.
The Vice President has the power to reject fraudulently chosen electors.
— Donald J. Trump (@realDonaldTrump) January 5, 2021











