აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას სერიოზულად განიხილავს, თუ რესპუბლიკური პარტია სწორ ხალხს მიიღებს.
ინფორმაციას ამის შესახებ FOXNEWS-ი ავრცელებს.
„სწორი ხალხის ყოლა სენატსა და პალატაში ძალიან მნიშვნელოვანია“,- განაცხადა ტრამპმა.
ჟურნალისტის კითხვაზე თუ რა ენატრება ყველაზე მეტად მას შემდეგ, რაც თეთრი სახლი დატოვა, ტრამპმა ასე უპასუხა:
„ყველაზე მეტად ხალხის დახმარება მენატრება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე პრეზიდენტობა. მანამდე მე მქონდა შესანიშნავი ცხოვრება, დიდი კომპანია, შესანიშნავი ბიზნესი, არ მქონდა პრობლემებები. მე ხალხს ყველაზე მეტად ვეხმარებოდი, ვიდრე ნებისმიერი სხვა პრეზიდენტი“,- განაცხადა ტრამპმა.











