ქვეყანაში არსებული მდგომარეობა სხვა არჩევანს არ მიტოვებს, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი უნდა ვიყარო, – ამის შესახებ აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
„როდესაც უყურებ, თუ რა მოხდა ავღანეთში, ეს ყველაზე დიდი სირცხვილია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ბაიდენი არაკომპეტენტური ლიდერია, ხოლო მისი ადმინისტრაცია ჩვენი საზოგადოების დაყოფას უწყობს ხელს. ვფიქრობ, არჩევანი არ გვექნება. იმ წერტილამდე მივდივართ, როდესაც არჩევანი რეალურად არ გვექნება“, – აცხადებს ტრამპი.











