აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, სიტყვის თავისუფლება აქამდე არნახული თავდასხმის ქვეშაა.
ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ უწოდა იმპიჩმენტს თაღლითობა დ ისტორიაში ალქაჯებზე ყველაზე დიდი ნადირობის გაგრძელება.
„ახლა მშვიდობისა და სიმშვიდის დროა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ Facebook-მა და Twitter-მა დონალდ ტრამპის ანგარიშები მას შემდეგ დაბლოკეს, რაც აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტის მომხრეები კაპიტოლიუმში შეიჭრნენ.











