თუ არჩევნებში ბაიდენი გაიმარჯვებს, აშშ ვენესუელად გადაიქცევა,- ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
„ეს ყველაზე საშიში არჩევნებია, რომელიც ოდესმე გვქონია, რადგან მე არ მგონია, რომ წაგების შემდეგ დაბრუნება შევძლოთ. თუ დემოკრატებს აირჩევენ, მაშინ აქ კიდევ ერთი ვენესუელა იქნება. ადრე ამის ვარაუდს გამოვთქვამდი, ახლა სრული სიზუსტით გეუბნებით, რომ ასე მოხდება. ეს იქნება გაცილებით დიდი მასშტაბების ვენესუელა“, – განაცხადა ტრამპმა.











