წალენჯიხაში, საჩინოს თემში ჩხოტუების ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ოჯახმა ვერაფრის გამოტანა ვერ მოასწრო.
სოფლის რწმუნებულის, ბელა კვირკვიას თქმით, სახანძრო-სამაშველო სამსახურს დააგვიანდა დაახლოებით ერთი საათი.
„ოჯახის დიასახლისი განსაკუთრებით მისტირის უნიკალურ ბიბლიოთეკას,”- გვითხრა მან.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
ადგილზე იმყოფებოდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გია ხარჩილავა. იგი ადგილზე გაეცნო ვითარებას. მერია დაზარალებულებს დახმარებას გაუწევს.
მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
ავტორი: თეა შონია











