fbpx
16/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

წალენჯიხისთვის ისტორიული დღეა, აქ პირველად შემოვიყვანეთ ბუნებრივი აირი – ნათია თურნავა

12:36 ოქტომბერი 27, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
780
ნახვა

„ეს დღე ისტორიულია წალენჯიხისთვის იმიტომ, რომ ისტორიაში პირველად, აქ შემოვიყვანეთ ბუნებრივი აირი“, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ წალენჯიხაში განაცხადა, სადაც საქართველოს გაზიფიცირების გაწეული სამუშაოების ანგარიშისა და სამომავლო გეგმების შესახებ პრეზენტაციას იმართება.

მინისტრის თქმით, უახლოეს თვეებში გეგმის თანახმად, კიდევ 13 თემის და 49 სოფლის გაზიფიცირება დასრულდება და წალენჯიხის მუნიციპალიტეტი შესაბამისი ინფრასტრუქტურით 100%-ით დაიფარება.

„მინდა წალენჯიხას ეს ისტორიული დღე მივულოცო. ეს დღე ისტორიულია წალენჯიხისთვის იმიტომ, რომ ისტორიაში პირველად აქ შემოვიყვანეთ ბუნებრივი აირი. წინა წლებში აქ არასდროს მომხდარა გაზიფიკაცია და ეს შედეგი გვაქვს დაპირებისამებრ. მთლიანი ბიუჯეტი, რომელიც ამ პროექტში იხარჯება 240 მილიონი ლარია. 2012 წლის შემდეგ ჩვენმა გუნდმა კარდინალურად შეცვალა მიდგომა გაზიფიცირების მიმართ. დღემდე დამატებით 312 000 ოჯახში შევიდა გაზი. თუ მანამდე აქცენტი თბილისზე კეთდებოდა, ჩვენი ძალისხმევა ძირითადად რეგიონების გაზიფიცირებისკენაა მიმართული და პრაქტიკულად 2-ჯერ და მეტად გაიზარდა რეგიონებში გაზიფიცირება“,-განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმით, 2021 წლის ბოლომდე საქართველოში სრულად იქნება გაზიფიცირებული 1 400 000-მდე ოჯახი, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია ჩვენი ქვეყნის რელიეფის გათვალისწინებით.

თეგები: ბუნებრივი აირინათია თურნავა

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

თბილისში, გაუმართავი გაზის გამათბობლის გამო, 22 წლის გოგო გარდაიცვალა

დეკემბერი 24, 2021
789
მთავარი ამბავი

ბაკურიანს ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეეზღუდება

ოქტომბერი 13, 2021
1.2k
ეკონომიკა

თურნავა: ბატონმა ბიძინამ წყალტუბოს კურორტის განვითარებას ძალიან დიდი სტიმული მისცა

სექტემბერი 13, 2021
803

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
776

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია