წამებისთვის ძებნილი სასჯელაღსრულების ყოფილი ხელმძღვანელი დავით ჭაკუა გერმანიიდან საქართველოში გადმოჰყავთ. კადრებს „რუსთავი 2“ ავრცელებს.
დავით ჭაკუა ქართულ მართლმსაჯულებას გერმანიამ გადმოსცა. ყოფილი მაღალჩინოსნის ექსტრადირება ბერლინიდან თბილისში ამ წუთებში ხორციელდება.
ვიდეოში ჩანს, თუ როგორ აჰყავთ სამართალდამცველებს, წითელი ცირკულარით ძებნილი, სასჯელაღსრულების ყოფილი უფროსი თვითმფრინავის ბორტზე საქართველოში დასაბრუნებლად.
ცნობისთვის: არაერთ მძიმე დანაშაულში ბრალდებული – დავით ჭაკუა ინტერპოლის წითელი ცირკულარით 2013 წლის 23 მარტიდან იძებნებოდა.
44 წლის დავით ჭაკუას ბაჩო ახალაიასთან, რეზო ჭარბაძესა და მეგის ქარდავასთან ერთად ბრალად ედება 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირებაში, რასაც შვიდი პატიმრის სიცოცხლე შეეწირა.
გარდა ამისა, იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილთან ერთად, ჭაკუას მხილებულია პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებაში, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციასა და მოწმეზე ძალადობაში.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ 2012 წლის 17 სექტემბერს ზურაბ ადეიშვილმა ციხის სკანდალური კადრების გავრცელებამდე, სწორედ ჭაკუას დაავალა გლდანის ციხეში წინასწარ შერჩეული პატიმრების მიმართ დამცირების, წამების, ცემისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის ორგანიზება და ამ ფაქტის ვიდეოგადაღება, რათა სკანდალური კადრების მოსალოდენლ გავრცელებამდე საზოგადოებას შექმნოდა აზრი, რომ ისინი დაკვეთით იყო გადაღებული
"კურიერის" ექსკლუზიური კადრები
? "კურიერის" ექსკლუზიური კადრები – წამებისთვის ძებნილი სასჯელაღსრულების ყოფილი ხელმძღვანელი დავით ჭაკუა გერმანიიდან საქართველოში გადმოჰყავთვრცლად – rustavi2.ge/ka/news/169252
Posted by Rustavi 2 on პარასკევი, 03 ივლისი, 2020











