fbpx
09/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

წამოვიდნენ მძიმე პაციენტები, უკიდურესი ზომები იქნება მისაღები, თუ ასე გაგრძელდა – მარინა ენდელაძე მოსახლეობას აფრთხილებს

12:23 ივლისი 24, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
3.7k
ნახვა

კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველო, შესაძლოა, კვლავ რეგულაციების გამკაცრებისა და კარანტინის გამოცხადების აუცილებლობის წინაშე დადგეს. ვირუსის მომატებული შემთხვევები, რომლებიც თითქმის ყოველდღიურად ფიქსირდება, მიანიშნებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღა უკვე დაწყებულია.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე „პრაიმტაიმნიუსთან“ აცხადებს, რომ ზაფხულში ასეთი მონაცემებით ინცირებულთა რაოდენობის  ზრდას არ ელოდა. მისი თქმით, საქართველო ახლა დიდი გამოწვევის წინაშე დგას.

„ქვეყანაში ნამდვილად ძალიან რთული ვითარება გახლავთ.  ასეთ ვითარებას ამ პერიოდისათვის არ ველოდით, ცოტა უფრო მოგვიანებით. ეს ყველაფერი მაინც მოქალაქეების უპასუხისმგებლობის გამო მოხდა. მე სრულიად ვეთანხმები პოზიციას, რომ გარდაბნის სოფლები უნდა დაიკეტოს, თორემ ისეთი პირი უჩანს, რომ ძალიან დრამატულად განვითარდება სიტუაცია.

მინდა დავარწმუნო მოსახლეობა, რომ კორონავირუსი არ არის მსუბუქი ინფექცია. ეს მართლაც მძიმე ინფექციაა და ნურავის ჰგონია, რომ ვირუსი კლინიკურად მაინცდამაინც გამოკვლეული, რომ არ არის, ლაბორატორიულ მონაცემებში ცვლილებები არ აქვთ. აი, ეს არის ამ დაავადების სივერაგე, რომ კლინიკურად ცვლილება არ იკვეთება, ხოლო ლაბორატორიულ მონაცემებში სივერაგეა. რას ტოვებს ვირუსი ორგანიზმში, არავინ იცის”,- განაცხადა მარინა ენდელაძემ.

კითხვაზე, რამდენად დიდია შანსი, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს მასშტაბით რეგულაციები კვლავ გამკაცრდეს და  კარანტინი გამოცხადდეს? ენდელაძე გვპასუხობს:

“თუ ასე გაგრძელდა, მისაღები იქნება მაქსიმალურად უკიდურესი  ზომების მიღება, რათა ამ დაავადების განვითარება არ მოხდეს. თორემ თუ ინფიცირებულთა რაოდენობა პირველ ტალღას გადააჭარბებს, ვითარება ცოტა რთულად იქნება.

თქვენ ხედავთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ნიღბებითაც ნაკლებად დადის. უკვე ძალიან სერიოზული თავშეყრები ხდება და ამ ყველაფერმა განაპირობა, რომ დაიწყო ძალიან ადრე მეორე ტალღა. თუ რეგულაციები  არ გამკაცრდა და ჩვენმა მოქალაქეებმა არ ავიღეთ პასუხისმგებლობა, რომ ყველამ ვიაროთ ნიღბით და ყველამ დავიცვათ ხელის დაბანის წესი, რა თქმა უნდა, რეგულაციები გამკაცრდება.

თუ ისე წავიდა საქმე, როგორც სხვა ქვეყნებში, ჩვენც ვეღარ მოვათავსეთ პაციენტები კლინიკებში, დამერწმუნეთ, რომ იქნება მაღალი ლეტალობა. იმის გარკვევა ბინაზე  ვინ, როგორ იქნება და როდის დამძიმდება, არავინ იცის.

ამდენად, ვთხოვ მოსახლეობას, რომ იყვნენ ყურადღებით და როგორმე შევძლოთ, რომ გადავრჩეთ. ძალიან დაარტყამს მოსახლეობის ჯანმრთელობას და ეკონომიკას ის, რომ კიდევ ერთხელ ჩასაკეტი  გახდეს ყველაფერი. სხვათაშორის, ბოლოს შემოსული უსიმპტომო პაციენტები მძიმეები არიან. სიმძიმე წამოვიდა უფრო მეტი. იყო წამოსული ტენდენცია უფრო შემსუბუქებისკენ, მაგრამ ორი-სამი დღეა ზედაპირული დაკვირვებით ასეა“,- განაცხადა ენდელაძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს საქართველოში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გაზრდილი შემთხვევების გამო, ჩაიკეტა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი.  ამ დროისთვის ჯამში, ინფიცირებულთა რაოდენობა 1104-ს შეადგენს.

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

 

თეგები: მარინა ენდელაძე

დაკავშირებული სტატიები

საზოგადოება

ვირუსის მე-5 ტალღის სიძლიერე მოსახლეობის პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული – მარინა ენდელაძე

სექტემბერი 13, 2021
839
საზოგადოება

პიკმა გადაიარა, თუმცა ინფიცირების არსებული რაოდენობაც ბევრია – მარინა ენდელაძე 

სექტემბერი 10, 2021
930
საზოგადოება

უნდა გაკეთდეს საველე ჰოსპიტლები, სხვა გამოსავალი არ აქვს ჯანდაცვის სისტემას – მარინა ენდელაძე

აგვისტო 12, 2021
801

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია