თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, იგი წარმოადგენს სხვადასხვა სახის ჩვენებებს, რომლებმაც საქმის ვითარება, შესაძლოა შეცვალოს.
მან დეა კაპანაძის ჩვენებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი და თამარის სხვა მეგობრების ჩვენებები ურთიერთგამომრიცხავია.
„ჩემს მიერ დაკითხულები არიან თამარის კლასელები, რომლებმაც შესაბამისი პასუხი გამცეს: „არცერთ კლასში, არცერთ დროს არ მახსოვს და არც მეგობრებისგან არ გამიგია, რომ თამარს თავი მოეწამლოს, ან ვენები გადაეჭრას და ჩემს რომელიმე კლასელს ამდგავარი რამ ეთქვას,“ – ეს არ არის ერთი ადამიანის ჩვენება, გურამ ჯერანაშვილის. აღნიშნულს ასევე ადასტურებს მოწმე დავით გოგლაძე. ამით კიდევ უფრო ნათლად ჩანს, რომ გამოძიება ამით ცდილობს თვითმკვლელობის ვერსია გაამყაროს დეა კაპანაძის ჩვენებით.
მე პერიოდულობით აუცილებლად წარმოვადგენ დანარჩენ ჩვენებებს რომლებიც უკავშირდება შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილ ავტომობილს, მწყემსების ჩვენებებს რომლებიც არსებითად ცვლის სურათს. კიდევ ერთხელ ვითხოვ პროკურატურისგან, რომ მაქსიმალურად დაჩქარებული ტემპით სატელიტიდან გადაღებული სურათები მოძიებული იყოს“, – განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.











