fbpx
24/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

წელს პირველად, ეტლით მოსარგებლეებს საარჩევნო უბანზე მისვლის საშუალება ექნებათ

13:52 სექტემბერი 24, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
809
ნახვა

წელს პირველად, ეტლით მოსარგებლეებს საარჩევნო უბანზე მისვლის საშუალება ექნებათ. როგორც ცესკოში განმარტავენ, ეტლით მოსარგებლეს სასურველი ოლქის შერჩვა საარჩევნო რუკაზე შეეძლებათ.

„ცესკოს ინიციატივით საარჩევნო ადმინისტრაციის ვებგვერდზე განახლდა ბანერი, საარჩევნო რუკა, სადაც ეტლით მოსარგებლეს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია კონკრეტული საარჩევნო ოლქის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ და სურვილის შემთხვევაში თავად აარჩიოს, რომელ ოლქში სურს მიიღოს მონაწილეობა. ცესკოს ვებგვერდზე, პანდუსის მქონე უბნების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია 1118 საარჩევნო უბნისათვის.

ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლების კონსტიტუციური უფლების ხელშეწყობის მიზნით, ცესკოში შექმნილმა შეზღუდული შესაძლებლობების საკითხზე მომუშავე ჯგუფმა მოამზადა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი.

ცვლილებების მიხედვით, ეტლით მოსარგებლე ამომრჩეველი უფლებამოსილია არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს შესაბამისი ოლქის ტერიტორიაზე არსებულ ნებისმიერ ადაპტირებულ საარჩევნო უბანზე, რისთვისაც მან კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მეექვსე დღისა (რაც არის 25 ოქტომბერი) უნდა მიმართოს შესაბამის საოლქო ან საუბნო საარჩევნო კომისიას ზეპირი ან წერილობითი განცხადებით. ამომრჩეველი, რომელიც მოითხოვს ხმის მიცემას, შეიყვანება უბნის სპეციალურ სიაში.

ვინაიდან წელს პირველად, საპარლამენტო არჩევნებზე იქნება შესაძლებელი აღნიშნული უფლების გამოყენება, ცესკო მიმართავს ეტლით მოსარგებლე პირებს, ისარგებლონ საარჩევნო რუკით, შეარჩიონ ყველაზე ხელსაყრელი უბანი და ინფორმაცია დროულად მიაწოდონ კომისიას“,- განამრტავენ ცესკოში.

წელს ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

თეგები: ცესკო

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ცესკოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ნოემბერი 13, 2021
807
მთავარი ამბავი

1-ელ ნოემბერს არჩევნების მეორე ტურის შედეგები 140 საარჩევნო უბანზე გადაითვლება

ოქტომბერი 31, 2021
1.2k
მთავარი ამბავი

ცესკოს თავმჯდომარემ არჩევნების მეორე ტური შეაჯამა

ოქტომბერი 31, 2021
826

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია