ცოტა პარადოქსული და ურთიერთგამომრიცხავია, როდესაც მოსახლეობის სერიოზული ნაწილი მოითხოვს შეზღუდვების დაუყოვნებლივ მოხსნას და ამავე დროს, უარს ამბობს ვაქცინაციაზე,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პესიმისტური განწყობაა ვაქცინაციაზე და მხოლოდ 40 პროცენტი ამბობს, რომ აიცრება, ეს ცუდია.
„ცოტა პარადოქსული და ურთიერთგამომრიცხავია, როდესაც მოსახლეობის სერიოზული ნაწილი მოითხოვს შეზღუდვების დაუყოვნებლივ მოხსნას და ამავე დროს, უარს ამბობს ვაქცინაციაზე. ეს ორი რამე ერთმანეთთან აბსოლუტურად შეუთავსებელია. ეს განწყობა ქვეყანაში უნდა გაქრეს და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ როდესაც ხალხი შეხედავს, თუ როგორ წარმატებით განხორციელდება ვაქცინაციის პირველი ეტაპები, ისინი შეცვლიან თავიანთ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ცერცვაძემ.











