„ცესკოში“ აცხადებენ, რომ ამ დროისთვის გადათვლები განხორციელდა 15 საოლქო საარჩევნო ოლქში. ამის შესახებ „ცესკოს“ წარმომადგენელმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ამ დროისთვის გადათვლები განხორციელდა 15 საოლქო საარჩევნო კომისიაში, საიდანაც 13-მა კომისიამ მოახდინა გადათვლები განცხადება-საჩივრების საფუძველზე, ორმა კი საკუთარი ინიციატივით.
11-მა საოლქო საარჩევნო კომისიამ შესწორებები შეიტანა 20 შედეგთან დაკავშირებით, საიდანაც ბათილად იქნა ცნობილი სამი გადასატანი ყუთის მონაცემები, ხოლო 9 შემთხვევაში გასწორდა შედეგები. 8 შემთხვევაში მონაცემები დარჩა უცვლელი“,- აცხადებენ ცესკოში.










