fbpx
19/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ცესკო ბიულეტენების მეტობას რამდენიმე საარჩევნო უბანზე ადასტურებს

11:10 დეკემბერი 16, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
945
ნახვა

“სამართლიანი არჩევნების” მხრიდან, ბიულეტენების სიჭარბეზე აპელირება, რაც მათი განცხადებით, საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა, ოფიციალური მონაცემებით არ დასტურდება, – ამის შესახებ განცხადებას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ცესკოს მიერ დამუშავებული მონაცემების მიხედვით, ე.წ. დისბალანსი, რომელიც უკავშირდება ბიულეტენების მეტობას არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობასთან მიმართებაში, საქართველოში გახსნილი ძირითადი საარჩევნო უბნების მხოლოდ 19 შემაჯამებელ ოქმში – 0,52%-ში ფიქსირდება.

“ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიიჩნევს გამოეხმაუროს „სამართლიანი არჩევნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ე.წ. დისბალანსებთან დაკავშირებით, რომელიც ორგანიზაციამ როგორც 1 ნოემბერს, ისე 11 დეკემბერს პარალელური დათვლის დაზუსტებულ შედეგებთან ერთად გამოაქვეყნა.
ცესკოს მიერ დამუშავებული მონაცემების მიხედვით, ე.წ. დისბალანსი, რომელიც უკავშირდება ბიულეტენების მეტობას არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობასთან მიმართებაში, საქართველოში გახსნილი ძირითადი საარჩევნო უბნების მხოლოდ 19 შემაჯამებელ ოქმში – 0,52%-ში ფიქსირდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით, გახსნილი იყო 3 657 ძირითადი საარჩევნო უბანი (ამ უბნებში არ შედის სპეციალური და საზღვარგარეთ შექმნილი საარჩევნო უბნები).

შესაბამისად, ორგანიზაციის მხრიდან, ბიულეტენების სიჭარბეზე აპელირება, რაც მათი განცხადებით, საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა, ოფიციალური მონაცემებით არ დასტურდება.
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციამ, ჯერ კიდევ 4 ნოემბერს, დეტალურად დაამუშავა მონაცემები და მოამზადა სტატისტიკური ინფორმაცია საუბნო შემაჯამებელი ოქმებისა და შესაბამისი შესწორების ოქმების საფუძველზე. სწორედ ამ ეტაპზე დამუშავებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ის დისბალანსი, რომელიც იწვევდა კითხვებს და უკავშირდება ბიულეტენების მეტობას არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობასთან (მონაწილეთა ხელმოწერები) მიმართებაში, ფიქსირდებოდა 60 საარჩევნო უბანზე, რაც წარმოადგენს საქართველოში გახსნილი ძირითადი საარჩევნო უბნების საერთო რაოდენობის 1.64%-ს.

შემდგომში, საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ შესწავლის და კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი მექანიზმების შესაბამისად, საოლქო საარჩევნო კომისიების განკარგულებებისა და გადათვლების საფუძველზე გარკვეულ შემთხევებში დაზუსტდა ე.წ. დისბალანსები. შესაბამისად, საბოლოო მონაცემებით, პროპორციული შემაჯამებელი ოქმების ნაწილში, ბიულეტენების მეტობა ამომრჩეველთა რაოდენობასთან მიმართებაში საქართველოში გახსნილი ძირითადი საარჩევნო უბნების 19 ოქმში ფიქსირდება. აღნიშნული ინფორმაცია დამუშავებულია 14 ნოემბრის მდგომარეობით და დეტალური ცხრილი განთავსებულია ცესკოს ვებგვერდზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

თეგები: სამართლიანი არჩევნებიცესკო

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ცესკოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ნოემბერი 13, 2021
807
მთავარი ამბავი

1-ელ ნოემბერს არჩევნების მეორე ტურის შედეგები 140 საარჩევნო უბანზე გადაითვლება

ოქტომბერი 31, 2021
1.2k
მთავარი ამბავი

ცესკოს თავმჯდომარემ არჩევნების მეორე ტური შეაჯამა

ოქტომბერი 31, 2021
826

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია