fbpx
14/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ცესკო მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, დროულად მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება

17:00 ოქტომბერი 25, 2020
წაკითხვის დრო:2 mins read
A A
0
826
ნახვა
ცესკო აგრძელებს თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ინფორმირებას. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამომრჩევლებმა ცესკოს 26 ოქტომბრის 22:00 საათამდე უნდა მიმართონ.
„ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო), კონსტიტუციური უფლების რეალიზების მიზნით, სამკურნალო სტაციონარულ დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში, მათ შორის, თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის, უზრუნველყოფს 31 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობას.
“საარჩევნო ადმინისტრაციამ, როგორც პოლიტიკურ პარტიებთან, ისე სამოქალაქო სექტორთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კოორდინაციით მიიღო დადგენილება, რომლითაც რეგულირდება თუ როგორ ჩაერთვებიან კენჭისყრის პროცესში აღნიშნული მოქალაქეები.
იმისათვის, რომ თვითიზოლაციაში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ცესკოში უკვე მეორე დღეა ამოქმედდა სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი. 25 ოპერატორი, რომლებმაც გაიარეს შესაბამისი სწავლება, 24-25-26 ოქტომბრის დილის 10:00 საათიდან 22:00 საათამდე უპასუხებენ თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების ზარებს და დააფიქსირებენ მათ მოთხოვნას.
თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლები, რომელთა მონაცემებიც ოფიციალურად ფიქსირდება შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში, ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრისთვის მომართვის შემთხვევაში, ისარგებლებენ გადასატანი საარჩევნო ყუთის მომსახურებით.
თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ აწარმოა აქტიური საინფორმაციო კამპანია. ამ დრომდე, ცესკომ შესაბამისი უწყების მონაცემთა ბაზაში საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით რეგისტრირებულ 3000-მდე ამომრჩეველს გაუგზავნა სატელეფონო შეტყობინებები და გრძელდება სმს-ების დაგზავნის პროცესი აღნიშნულ ყველა მოქალაქესთან.
ამასთან, როგორც რეგიონულ და ადგილობრივ მედიაში, ისე სოციალური ქსელების საშუალებით ვრცელდება საინფორმაციო ვიდეო რგოლები თვითიზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების ინფორმირებისთვის.
გაცნობებთ, რომ მოცემული დროისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნით ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს მომართა 900-მდე ამომრჩეველმა, თუმცა გარკვეული რაოდენობის ზარები არ შეესაბამებოდა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის კრიტერიუმებს.
საარჩევნო ადმინისტრაცია მიმართავს თვითიზოლაციაში მყოფ ამომრჩევლებს, იაქტიურონ, 26 ოქტომბრის 22:00 საათამდე მომართონ ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრს ტელეფონის ნომერზე 2-51-00-51 (0) და დროულად მოითხოვონ გადასატანი საარჩევნო ყუთით მომსახურება”- აღნიშნულია განცხადებაში.
თეგები: ცესკო

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ცესკოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ნოემბერი 13, 2021
809
მთავარი ამბავი

1-ელ ნოემბერს არჩევნების მეორე ტურის შედეგები 140 საარჩევნო უბანზე გადაითვლება

ოქტომბერი 31, 2021
1.2k
მთავარი ამბავი

ცესკოს თავმჯდომარემ არჩევნების მეორე ტური შეაჯამა

ოქტომბერი 31, 2021
826

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია