fbpx
17/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ცესკო – მზად ვართ, მოვისმინოთ დამატებითი რეკომენდაციები და ხელი შევუწყოთ საკონსულტაციო ჯგუფის ფუნქციონირებას

17:34 აგვისტო 8, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
795
ნახვა

ცესკო მზად არის, მოისმინოს დამატებითი რეკომენდაციები და ხელი შეუწყოს საკონსულტაციო ჯგუფის ფუნქციონირებას, ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

“მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მუხლი მოიცავს ცესკოს ვალდებულებას უზრუნველყოს შეიქმნას საკონსულტაციო ჯგუფი, რომელშიც გაერთიანდებიან ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი; ჯგუფი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო დავებთან დაკავშირებით რეკომენდაციებს წარუდგენს.

საკონსულტაციო ჯგუფის შექმნის თაობაზე 6 აგვისტოს შედგა სამუშაო შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან. შეხვედრაზე მოწვეულები იყვნენ ორგანიზაციები, რომლებიც ბოლო სამი საერთო არჩევნებისას რეგისტრირებული იყვნენ დამკვირვებლებად.

უშუალოდ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს 15 ადგილობრივი და 2 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელთა მიერ გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ თუ ურთიერთშეთანხმებით ვერ შეირჩევა ჯგუფის წევრობის კანდიდატი, შესაძლებელია ჯგუფის წევრები არასამთავრობო სექტორიდან მაღალი კვორუმის საფუძველზე კენჭისყრით აირჩიონ. აღნიშნულის თაობაზე კი შემდგომ, 6 აგვისტოს გამართულ ცესკოს სხდომაზე შესაბამისი ცვლილებაც შევიდა დადგენილებაში ჯგუფის წევრების არჩევის პროცესთან დაკავშირებით.

საარჩევნო ადმინისტრაციამ სრულად დაიცვა კანონმდებლობით გაწერილი ყველა ვალდებულება ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებით. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად კი უშუალოდ არასამთავრობო სექტორის პრეროგატივაა აირჩიოს საკონსულტაციო ჯგუფის შემადგენლობა.

საკონსულტაციო ჯგუფის შექმნის მიზნით მოწვეულმა ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, – „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ (TI) დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ არ აპირებენ ამ პროცესში ჩართულობას. თუმცაღა, საარჩევნო ადმინისტრაცია კვლავაც სთავაზობს არასამთავრობო სექტორს, წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები საკონსულტაციო ჯგუფის წევრების არჩევის წესთან დაკავშირებით, რასაც საარჩევნო ადმინისტრაცია შესაბამისად გაითვალისწინებს და მთლიან პროცესს შეუწყობს ხელს.

შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად ცესკოს დადგენილებით განისაზღვრა, რომ არანაკლებ 7 და არაუმეტეს 11 კანდიდატურას, ურთიერთშეთანხმებით (კონსენსუსით) წარადგენენ ბოლო სამი საერთო არჩევნებისას ცესკოში რეგისტრირებული ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციები; ხოლო არანაკლებ 1 და არაუმეტეს 3 კანდიდატურას ურთიერთშეთანხმებით (კონსენსუსით) წარადგენენ ბოლო სამი საერთო არჩევნებისას ცესკოში რეგისტრირებული საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები. დადგენილებაში შეტანილი ცვლილების თანახმად კი თუ ურთიერთშეთანხმებით (კონსენსუსით) ვერ შეირჩევა კანდიდატი, კანდიდატურებს კენჭისყრით შეარჩევენ.

საკონსულტაციო ჯგუფი უფლებამოსილი იქნება ცესკოს წარუდგინოს რეკომენდაციები ცესკოსა და საოლქო საარჩევნო კომისიებში საარჩევნო დავების განხილვის პროცესთან დაკავშირებით, მათ შორის განხილვის პროცედურის, სათანადო მასალების მოძიების ან/და სათანადო მტკიცებულების გამოკვლევის თაობაზე. საკონსულტაციო ჯგუფის თავმჯდომარეს ან მის მიერ განსაზღვრული ჯგუფის წევრს ასევე შეეძლება საკუთარი ინიციატივით დაესწროს საოლქო საარჩევნო კომისიებში კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის პროცესს.

ცესკო საკონსულტაციო ჯგუფის შემადგენლობას არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში, განკარგულებით დაამტკიცებს“,-აღნიშნულია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თეგები: ცესკო

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

ცესკოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

ნოემბერი 13, 2021
810
მთავარი ამბავი

1-ელ ნოემბერს არჩევნების მეორე ტურის შედეგები 140 საარჩევნო უბანზე გადაითვლება

ოქტომბერი 31, 2021
1.2k
მთავარი ამბავი

ცესკოს თავმჯდომარემ არჩევნების მეორე ტური შეაჯამა

ოქტომბერი 31, 2021
826

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია