ცესკოში სოციალურ ქსელებში ოქმების შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა.
ცესკო-ს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსმა, გიორგი კალანდარიშვილმა განმარტა, რომ დეზინფორმაციის გავრცელების მიზანი საზოგადოებრივი აზრის მანიპულაცია და უნდობლობის გაჩენაა.
„სოციალურ ქსელში აქტიურად აზიარებენ მომხმარებლები და ამტკიცებენ, რომ კონკრეტულ შემაჯამებელი ოქმები გაყალბებულია, რადგან არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა არ ემთხვევა მაჟორიტარობის კანდიდატებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობას. სინამდვილეში, ეს განსხვავება ძალიან მარტივად აიხსნება.
მაგალითისთვის, 22, 58, 68 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი საარჩევნო უბანია და სპეციალურ სიაში მყოფ ყველა ამომრჩეველს, კანონმდებლობით არ აქვს შესაძლებლობა აირჩიოს მაჟორიტარი, თუ ის ამ მაჟორიტარული ოლქის რეგისტრირებული ამომრჩეველი არ არის. შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეთა რაოდენობა ვერ დაემთხვევა მაჟორიტარი კანდიდატებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობას და ბათილი ბიულეტენების ჯამს.
აღსანიშნავია, რომ ამ ყველაფერს აქვს კამპანიური ხასიათი, რისი ნათელი მაგალითიც არის სოციალურ ქსელში შექმნილი გვერდი „გაყალბებული ოქმები“.
ოქმებში არსებულ უზუსტობებთან დაკავშირებით შემოსული განცხადება საჩივრების საფუძველზე, საოლქო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს შესწავლა და მოკვლევა და ყველა იმ შემთხვევაში, სადაც დადგინდება რაიმე სახის უზუსტობა, შემაჯამებელ ოქმებთან მიმართებაში, ყველა კონკრეტულ საკითხზე საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მოხდება სამართლებრივი რეაგირება.
მოვუწოდებთ მოსახლეობას, არ აყვნენ ამ დეზინფორმაციას. ამასთან მინდა არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს მივმართოთ, რომ სიახლეების გაზიარებისას მხოლოდ და მხოლოდ გადამოწმებულ და სანდო წყაროებს დაეყრდნონ. ამავდროულად აღვნიშნავთ, რომ ოქმებში არსებულ უზუსტობებთან დაკავშირებით შემოსული განცხადება-საჩივრების საფუძველზე საოლქო საარჩევნო კომისიებში მიმდინარეობს შესწავლა და მოკვლევა და ყველა იმ შემთხვევაში, სადაც დადგინდება რაიმე სახის უზუსტობა შემაჯამებელ ოქმებთან დაკავშირებით, ყველა კონკრეტულ საკითხზე საფუძვლების არსებობის მოხდება სამართლებრივი რეაგირება“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.











