ცესკომ ოპოზიციის არცერთი საჩივარი არ დააკმაყოფილა.დღევანდელ სხდომაზე სულ 21 საკითხი განიხილეს.
ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ცესკოს წინასწარ ჰქონდა მიღებული გადაწყვეტილება და ოქმების განხილვა მხოლოდ ფორმალური ხასიათის იყო.
ცნობისთვის, ცესკოს შემაჯამებელი სხდომა დღეს ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. სხდომაზე ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიასა და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს ხათუნა გოგორიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ამის შემდეგ თამარ ჟვანიამ ხათუნა გოგორიშვილის სხდომიდან გაძევების საკითხი დააყენა.











