ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ „პატრიოტთა ალიანსის“ წინააღმდეგ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა.
ამის შესახებ ინფორმაცია „პრაიმტაიმნიუსს“ ცესკოში დაუდასტურეს.
პარტიას საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევა დაუდგინეს, რაც ეთნიკური დაპირისპირებისა და შუღლის ჩამოგდების მცდელობებს მოიცავს.
კერძოდ, მუხლის მიხედვით, საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას.











