ცესკომ „რესპუბლიკურ პარტიას“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაციაზე უარი უთხრა.
ცესკომ „რესპუბლიკურ პარტიას“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრაციაზე უარი უთხრა.
განკარგულების მიხედვით, პარტიას შესაბამისი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება აქვს.
ცესკოს თავმჯდომარის განმარტებით, „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 197-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიამ განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარეს პარლამენტის არჩევნების წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე უნდა მიმართოს.
რაც შეეხება „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“-ს მან საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებისათვის საარჩევნო სუბიექტად რეგისტრაციის მიზნით, განცხადებით (№გ-01/14/07/20/28, ცესკოში რეგისტრაციის №1037) საქართველოს ცენტრალურ კომისიას ვადაგადაცილებით, 2020 წლის 15 ივლისს მიმართა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, რესპუბლიკურ პარტიას უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.