კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო უბანზე მისულ თითოეულ ამომრჩეველს ინდივიდუალური საწერი კალამი გადაეცა.
არჩევანის გაკეთების შემდეგ კალმების სპეციალურ კონტეინერში დატოვეს.
ცესკოს მონაცემების მიხედვით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტირებულია 3 205 634 ადამიანი.
„პრაიმტაიმნიუსი“ დაინტერესდა რა რაოდენობის და რა ღირებულების კალამი შეიძნა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნოდ.
ინფორმაციის მიხედვით, რომელიც ცესკოდან გამოვითხოვეთ ირკვევა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის 3 000 000 ცალი კალამი შეიძინა.
შეძენილი კალმების საერთო ღირებულებამ 531 000 ლარი შეადგინა.











