ცესკოს მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მე-10 მოწვევის პარლამენტში 9 პოლიტიკური გაერთიანება იქნება წარმოდგენილი.
3 847 უბნიდან დათვლილია 2 252 უბანი. 1%-იანი საარჩევნო ბარიერი გადალახა და პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგი ასეთია:
- „ქართული ოცნება“ 49.32%
- „ნაციონალური მოძრაობა – გაერთანებული ოპოზიცია“ – 25.94%
- „ევროპული საქართველო“ – 3.77%
- „პატრიოტთა ალიანსი“ – 3.26%
- „ლელო“ – 3.16%
- „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3.1%
- „გირჩი“ – 2. 87%
- „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ 1. 34%
- „ლეიბორისტული პარტია“ – 1.03%











