ცესკოს შენობასთან დაპირისპირებისას დაზიანდა რუსთავი2-ის კამერა და ფეხის არეში მსუბუქი დაზიანება მიიღო ოპერატორმა.
ეს მაშინ მოხდა, როდესაც პოლიციის მიერ შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობისას სცადეს, პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა, ოპოზიციის მხარდამჭერებმა კი მათ საპასუხოდ ქვები დაუშინეს.
ამ წუთებში შეკრების ადგილას წყლის ჭავლს აღარ იყენებენ, თუმცა რობოკოპებიდან აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში „სამოქალაქო მშვიდობის აღსადგენად“ შესაბამისი ღონისძიებების გამოყენების შესახებ აფრთხილებენ..











