“ჩემი აზრით, ცესკოს თავმჯდომარე პატიოსანი, გულწრფელი ადამიანი უნდა იყოს და არ უნდა იცნობდნენ აფერისტის სახელით”, – ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
„მის დანახვაზე, ყველას თავიდანვე არ უნდა ახსენდებოდეს, რომ „ეს ხომ ნამდვილად მოგვატყუებს“, აი, ასეთი არ უნდა იყოს. დანარჩენი, წინასწარ არანაირი განწყობა არ მაქვს“, – აცხადებს ხვიჩია.
რაც შეეხება თამარ ჟვანიას, რომელმაც ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა, ხვიაჩიას მოსაზრებით, აღნიშნული პოსტი ჟვანიას სავარაუდოდ, იძულებით არ დაუტოვებია.
„მე მგონი, „აიძულა“ არ იქნება ის სიტყვა, რომელზეც შემიძლია თავი დავდო, მაგრამ ვფქირობ, რომ ეს იყო „ქართული ოცნების“ და თამარ ჟვანიას ერთობლივი შეთანხმებებული, სწორი გადაწყვეტილება“, – აცხადებს იაგო ხვიჩია.
შეგახსენებთ, გუშინ ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ თანამდებობა დატოვა.









