ვრცელდება ინფორმაცია, რომ ივანე ბურდულის გარდა ცესკოს სხვა თანამშრომლებიც ტოვებენ.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანამშრომელმა, ივანე ბურდულმა, ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას, თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მიმართა.
„მშვიდობით ცესკო“ – დაწერა ბურდულმა Facebook-ზე.
„პრაიმტაიმნიუსი“ დაინტერესდა ბურდულის მსგავსად სხვებმაც ხომ არ მიმართეს გათავისუფლების მოთხოვნით თამარ ჟვანიას, თუმცა როგორც ჩვენთან საუბარში აცხადებენ, სხვა თანამშრომლებს თანამდებობა არ დაუტოვებიათ.











