fbpx
28/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

წილოსანი: შსს-სგან აუცილებლად მოვისმენთ ინფორმაციას, უფრო ეფექტურად რატომ ვერ მოხერხდა გუშინდელი დღის მართვა

14:20 ივლისი 6, 2021
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
778
ნახვა

შსს-სგან აუცილებლად მოვისმენთ ინფორმაციას, უფრო ეფექტურად რატომ ვერ მოხერხდა გუშინდელი დღის მართვა, – ამის შესახებ პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა განაცხადა.

დეპუტატის შეფასებით, გუშინ ძალადობის ჩამდენი ყველა პირი უნდა იყოს იდენტიფიცირებული და დასჯილი.

„გუშინ ძალიან მძიმე დღე იყო და ჩვენ, როგორც მმართველი გუნდი მოვითხოვთ, კონსტიტუციის, სახელმწიფოებრიობის და პოლიტიკური ვალდებულების ფარგლებში, ყველა პირი იყოს იდენტიფიცირებული და დასჯილი. გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო მსგავსი პროცესების მართვის კუთხით და შს სამინისტროსგან აუცილებლად მოვისმენთ ინფორმაციას, რამდენად ეფექტურად, ან რატომ ვერ მოხერხდა უფრო ეფექტურად გუშინდელი დღის მართვა, რომ ამდენი ჟურნალისტი, მოქალაქე თუ ტურისტი არ მოხვედრილიყო ამ რაღაც ძალიან მძიმე გაუგებრობაში. მეორე მხრივ, ალბათ, ბევრი გვაქვს სამუშაო ცნობიერების ამაღლებაზე, რადგან ის ადამიანები, ვინც გუშინ იყვნენ გამოსული, გარკვეულწილად, წახალისებული იყვნენ სხვა უფრო მეტი ადამიანის მოთხოვნით, რომ მათგან განსხვავებული ადამიანების, თუნდაც ლგბტ თემის უფლება უნდა შეზღუდულიყო.

მადლობა უნდა ვუთხრათ ყველა იმ პოლიციელს, ვინც ჟურნალისტებთან ერთად იდგა და იცავდა. აქ არ არის საუბარი სტრუქტურაზე, საუბარია იმ კონკრეტულ ადამიანებზე, ვინც იქ ჟურნალისტებს იცავდნენ. შესაძლოა, არ იყო პოლიციის ის რაოდენობა, რომ სათანადოდ უზრუნველეყოთ ყველა ადამიანის უსაფრთხოება და ამდენი დაზარალებულიც ამის გამოა.

ჩვენ აუცილებლად უნდა მოვისმინოთ შს სამინისტროს ინფორმაცია, რამდენად ეფექტურად ხდებოდა გუშინდელი დღის მართვა“, – განაცხადა წილოსანმა.

დეპუტატის შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები მხოლოდ იმას ისახავდა მიზნად, რომ დაპირისპირება არ მომხდარიყო.

„ის, რომ ოპოზიციური ძალები ყველა შემთხვევაში ითხოვენ პრემიერ-მინისტრის, შს მინისტრის თუ სხვების გადადგომას, ამ ფაქტს აპრიორში ვერც ჩვენ და ვერც საზოგადოება ვერ მივიღებთ, ვიდრე არ მოვისმენთ შს სამინისტროს პოზიციას, თუ რა და რატომ გაკეთდა.

„ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს სხვადასხვა ინტერპრეტაცია მოჰყვა, თუმცა პრემიერ-მინისტრიც იმას ამბობდა, რომ ქვეყნის რელიგიური ტრადიციიდან გამომდინარე, გარკვეულ დიდ ჯგუფებს აქვთ წინააღმდეგობრივი პოზიციები ამ აქციასთან დაკავშირებით და ყველა ცდილობდა იმის ახსნას, რომ იქნებ, შესაძლებელი ყოფილიყო სხვა ლოკაციის შერჩევა, რათა ეს დაპირისპირება არ მომხდარიყო. ეს ეხება პრემიერის განცხადებასაც, რაც მიზნად მხოლოდ იმას ისახავდა, რომ მსგავსი დაპირისპირება არ მომხდარიყო“, – განაცხადა წილოსანმა.

რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა გუშინ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი.

შსს-მ რუსთაველის გამზირზე აქციისას მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე სამი პირი დააკავა.

ამასთან, გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია რვა პირი.

უწყების ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 53 არის სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელი.

თეგები: თბილისი პრაიდინინო წილოსანი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

შეიძლება საღებავი შეესხა, საწამლავი დაესხა, შალვა პაპუაშვილმა უბრალოდ, პარლამენტის თავმჯდომარე დაიცვა – ნინო წილოსანი

ივლისი 23, 2021
774
პოლიტიკა

ნინო წილოსანი: მიუღებელია, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი აპელირებდეს ქალთა უფლებების დაცვით, როცა მათთვის არავის უფლება არ არსებობს

ივლისი 22, 2021
767
მთავარი ამბავი

5 ივლისის აქციაზე ძალადობაში ბრალდებული კიდევ 2 ადამიანი დააკავა

ივლისი 15, 2021
787

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია