„შეთანხმებამდე ბოლო ნაბიჯები ყველაზე რთულია“, – ამ სიტყვებით ეხმაურება Twitter-ზე პოლიტიკურ ძალებს შორის მიმდინარე დიალოგის პროცესს საქართველოში საფრანგეთის ელჩი დიეგო კოლასი.
ფრანგი დიპლომატი მადლობას უხდის კრისტიან დანიელსონს, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების ელჩებს გაწეული სამუშაოსთვის.
„წინ საქართველო! ყველა მხარეს აქვს შანსი აჩვენოს, რომ დისკუსიებს, პასუხისმგებლობას და სიმამაცეს, შეუძლია ყველაზე სერიოზული აზრთა სხვადასხვაობის დაძლევა და დემოკრატიის გამყარება. დღევანდელი დღე იქცევა დიდ გაკვეთილად“, – წერს დიეგო კალასი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმების მიღწევამდე დარჩება.
The last steps before a deal are the hardest. Thanks @DanielssonEU ???? for all the work. Go ??! All sides have a chance to show that discussions, sense of responsblty + courage can help address strong disagreements and consolidate democracy. In today’s?, it wld be a big lesson
— Diégo Colas (@ColasDiego) March 16, 2021











