პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, დღეს „ქართულ ოცნებას” არჩევნების გაყალბებაში წინა ხელისუფლების დრონინდელი „კარუსელის” სპეციალისტები ადანაშაულებენ.
„ხელისუფლება გეუბნება, მოდი გადავთვალოთ ულიმიტო რაოდენობის უბნები. ტელევიზორში რომ გამოდიან წინა ხელისუფლების დროინდელი კარუსელების, ბატუტების და ლახტის სპეციალისტები და ეგენი რომ ამბობენ, არჩევნები გაყალბდაო, ეგრე არ არის და ეგ არის საფუძველი”, – ამბობს არჩილ თალაკვაძე.











