წინასაარჩევნო გარემო სულ კონფრონტაციული იქნება, რამდენჯერაც მიშას გამოდგამთ პრემიერად და მის კრიტიკას ღალატად შერაცხავთ, – ამის შესახებ “ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ხატია დეკანოიძეს პასუხობს.
“ხატია დეკანოიძეს ვუსმენ – გიგას მერე ჩართული დარჩა. კონფრონტაციული წინასაარჩევნო კამპანია არ ვარგოდაო. სულ კონფრონტაციული იქნება, რამდენჯერაც მიშას გამოდგამთ პრემიერად და მის კრიტიკას ღალატად შერაცხავთ. ამას შეეგუეთ და შესაბამისი ზომები მიიღეთ, თუ კონფრონტაცია არ გსურთ”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, ხატია დეკანოიძემ “ტვ პირველის” ეთერში წინასაარჩევნო გარემო გაიხსენა და განაცხადა, რომ ის კონფრონტაციული იყო, რამაც არჩევნებზე ცუდი გავლენა მოახდინა.









