„წინასაარჩევნოდ დავით გარეჯის თემის შემოგდება არის ფაქტობრივად არასახელმწიფოებრივი ქმედება. ქვეყნის ინტერესების ღალატი“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ განაცხადა.
როგორც იგი ამბობს, გარეჯზე შექმნილი ვითარება ამ ხელისუფლების სინდისზეა.
„არ დამთავრებულა დემარკაციის პროცესი. გარეჯის საკითხი გაამწვავა ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც სიმბოლურად ვუწოდებთ მოსიარულე საფრთხეს, მოლაპარაკე საფრთხეს. გადადგა დავით გარეჯისკენ ნაბიჯი და რა მივიღეთ, ფაქტობრივად ჩაკეტილია. გააკეთა განცხადებები და დავინახეთ. როგორ გაამწვავა ურთიერთობა ჩვენს მეზობელ სახელმწიფოსთან. გარეჯზე შექმნილი ვითარება არის ამ ხელისუფლების სინდისზე. როდესაც წინასაარჩევნოდ ამ თემით იწყებს ხელისუფლება სპეკულირებას, ეს კი არ არის უპასუხისმგებლობა, არამედ არის ნებისმიერ ანტისახელმწიფოებრივ ქმედებაზე წასვლა საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნება”,- განაცხადა გოცირიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისფაქტზე გამოძიება დაიწყო.
საგამოძიებო ორგანოს არ დაუკონკრეტებია უშუალოდ რა პერიოდის ეხება საქმე და ვისი შესაძლო დანაშაული იკვეთება.










