წინასწარი ინფორმაციით, ხორვატიაში მომხდარ 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას 12 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ნანგრევებში ამ დრომდე რჩებიან დაშავებული მოქალაქეები. შეგახსენებთ, რომ მიწისძვრის ეპიცენტრი ხორვატიის დედაქალაქ ზაგრების სიახლოვეს დაფიქსირდა.











