ცესკოს წინასწარი მონაცემების მიხედვით, თბილისის ყველა მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტურია.
აღსანიშნავია, რომ ამ დროის მონაცემებით, თბილისის 8 ოლქიდან 7 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ, გლდანში კი უპირატესობა ოპოზიციონერ კანდიდატ ნიკა მელიას აქვს.
ინფორმაციისთვის, საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე მოდელით და 1%-იანი ბარიერით ჩატარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში პროპორციული სიით 120 დეპუტატი შევა, მაჟორიტარი კი, 30 იქნება.
პარტია, რომელიც საბოლოო შედეგით, არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობას დამოუკიდებლად ვერ დააკომპლექტებს.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე











