ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას კორონავირუსის პრევენციის მიზნით რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.
“მრევლის საყურადღებოდ!
საშობაო ლოცვა დაიწყება 6 იანვარს 16 საათზე,
საშობაო წირვა, დაიწყება 23 საათსა 45 წუთზე,
ჩვენი თხოვნაა: წირვის დასრულებამდე გეკეთოთ პირბადე და დაიცვათ დისტანცია, ხალხმრავლობის შემთხვევაში, თქვენთვის მონიშნულია ადგილები ეზოში. ამ შემთხვევაში გთხოვთ ჩაიცვათ თბილად!
ვინც ვერ ახერხებს ტაძარში მოსვლას, მათთვის იქნება აჭარის ტელევიზიის მიერ წირვის პირდაპირი ტრანსლაცია.
ბედნიერ შობას გისურვებთ!”, – ნათქვამია განცხადებაში.











