„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის ფაქტებს ეხმაურება.
„ძალადობა, დაპირისპირება ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია. რეაგირება ყველა ასეთ შემთხვევას უნდა მოჰყვეს. რამდენიმე კვირის წინ მარნეულში ჩვენ ვიხილეთ ფიზიკური დაპირისპირება, ჟურნალისტზე თავდასხმა, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ყველა ადამიანმა, ვინც დაპირისპირებაში მიიღებს მონაწილეობას, კანონის წინაშე უნდა აგოს პასუხი. მინდა მოვუწოდო ყველას – არა აქვს მნიშვნელობა, არიან ჩვენი თუ სხვა პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერები, ასეთი ქმედებებისგან მაქსიმალურად შეიკავონ თავი. ეს არსებულ საარჩევნო გარემოს ყველანაირად აზიანებს. ცხვირ-პირის მტვრევა და მუქარები კატეგორიულად მიუღებელია“ – განაცხადა კალაძემ.











