დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 15 მარტის 11:00 საათის მონაცემებით, კორონავირუსის ვაქცინაციაზე 2 492 მედპერსონალი დარეგისტრირდა.
ცნობისთვის, დღეიდან, 15 მარტიდან საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია დაიწყო. პირველი საჯაროდ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აიცრა.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის (ასტრაზენეკა) 43 ათასი დოზა 13 მარტს შემოიტანეს.












