Stopcov-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 7 720-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 655 040 აცრა გაკეთდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 595 264 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 559 996, გარდაიცვალა 8 541 პაციენტი.
ამასთან, 20 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 662 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო გარდაიცვალა 34 ადამიანი. ამასთან, დადებითობის დღიური მაჩვენებლი 5.29%-ია.











