fbpx
03/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

ცნობილია საარჩევნო ოლქები, სადაც ოპოზიცია ერთ კანდიდატს დააყენებს

22:03 აგვისტო 27, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
795
ნახვა

ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია” სოციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს. გაერთიანებაში განმარტავენ, რომ გიორგი ვაშაძემ პირობა დაარღვია. მან საბურთალოს ოლქში კანდიდატად თაკო ჩარკვიანი კონსესუსის მიღწევამდე წარადგინა.

ამიტომ „ძალა ერთობაშია”-ში აცხადებენ, რომ შეთანხმებისა და ამომრჩევლის სტრატეგიული ტყუილისგან დასაცავად, არჩევნებში მონაწილეობის გზა აირჩიეს და ამომრჩეველს არჩევანი შესთავაზეს.

„ძალა ერთობაშია, ძალა გულწრფელობაშია, ძალა შეთანხმების შესრულებაშია. ძალა შანტაჟის ენით საუბარში, სტრატეგიულ ტყუილსა და გაურკვეველი კაპიტალით წაქეზებული შეთანხმების დარღვევაში არ არის.

საერთო ოპოზიციური ფრონტის შესაქმნელად და მომაბეზრებელი საარჩევნო ბუღალტერიის დასასრულებლად ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ნაბიჯები, ჯერ კიდევ 3 თვის წინ გადადგა და მაჟორიტარულ არჩევნებში თბილისის 8 ოლქიდან 6-ში მონაწილეობაზე უარი თქვა.

უფრო მეტიც, ჩვენ ოპოზიციურ პარტიებს უპრეცედენტო შეთავაზება, ერთიანი სიის იდეა შევთავაზეთ. ერთობის შექმნის მიზანი ოპოზიციური კანდიდატების მიერ პირველ ტურში გამარჯვების მოპოვება იყო, მაგრამ რამდენიმე პოლიტიკურმა ჯგუფმა ერთიანი მაჟორიტარული კანდიდატების შერჩევის პროცესში მონაწილეობაზე უარი თქვა, რამაც შეთანხმების მიზანს ზიანი მიაყენა.

მიუხედავად ამისა, შეთანხმება შედგა და ეს მთლიანად ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და „ძალა ერთობაშია” გაერთიანების დათმობის ხარჯზე მოხდა, რადგან, თუ 2018 წლის არჩევნების პირველი ტურის შედეგების პროპორციებს ავიღებთ, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას კანდიდატი 8 – დან მინიმუმ 5 ოლქში უნდა დაეყენებინა, მაგრამ მხოლოდ 2-ში დააყენა, ანუ დიდწილად, ჩვენმა გაერთიანებამ ამ შეთანხმების გადამწყვეტი წინაპირობა შექმნა.

თუმცა, ოპოზიციური შეთანხმების მონაწილე სუბიექტმა „ახალმა საქართველომ” პირობა დაარღვია:

პირველი – გიორგი ვაშაძეს ისნის მაჟორიტარული ოლქის არჩევნებში მონაწილეობა „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას” ფორმატის სახელით უნდა მიეღო.

მეორე – მან საბურთალოს ოლქში წარადგინა კანდიდატი, რომელზეც კონსესუსი არ ყოფილა.

ამავე დროს, გიორგი ვაშაძე სხვადასხვა პირებთან კომუნიკაციაში აცხადებდა, რომ გაერთიანებიდან „ძალა ერთობაშია” გასვლა შეთანხმებული იყო, რაც მცდარ ინფორმაციას წარმოადგენს.

ასე, რომ სხვა პოლიტიკურმა სუბიექტმა შეთანხმება დაარღვია და სტრატეგიული ტყუილით ამომრჩეველში დაბნეულობის შეტანას ცდილობს.

ჩვენ კი შეთანხმების ერთგულები ვრჩებით და სხვა ოპოზიციური პარტიების მიერ წარდგენილ კანდიდატებს ვაკის, მთაწმინდის, ნაძალადევისა და დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში აქტიურად ვუჭერთ მხარს.

ამიტომ, ჩვენ ამ მოცემულობაში, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ – შეთანხმებისა და ამომრჩევლის სტრატეგიული ტყუილისგან დასაცავად, არჩევნებში მონაწილეობის გზა ავირჩიეთ და ამომრჩეველს არჩევანი შევთავაზეთ, დანარჩენს კი ხალხი გადაწყვეტს.” – აცხადებენ გაერთიანებაში.

 

თეგები: ძალა ერთობაშია

დაკავშირებული სტატიები

არჩევნები 2020

პირველივე ტურში გაიმარჯვებს! – მურმან დუმბაძე ლევან ვარშალომიძეზე

სექტემბერი 29, 2020
921
პოლიტიკა

საქართველოს პარლამენტში ვიქნები! – მურმან დუმბაძე

სექტემბერი 28, 2020
882
არჩევნები 2020

„ძალა ერთობაშია“-ს მაჟორიტარი დეპუტატობის ყველა კანდიდატი ცნობილია – სრული სია

სექტემბერი 23, 2020
1.4k

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია