წყალტუბოში #29-ე საარჩევნო უბანზე მოქალაქეთა ნაწილმა ხმა პირადი ნომრის იდენტიფიცირების გარეშე მისცეს. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ავრცელებს.
„უბანზე გადასატანი ყუთის სია შევსებული იყო პირადი ნომრების გარეშე, მოქალაქეებმა პირადი ნომრის იდენტიფიკაციის გარეშე მისცეს ხმა, რამდენიმე შემთხვევაში კი პირადი ნომერი გადასატანი ყუთის უკან დაბრუნების შემდეგ შეივსო. დავწერეთ საჩივარი“,- ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
15:00 საათის მონაცემებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არჩევნებში მონაწილეობა 19 605-მა ამომრჩეველმა მიიღო.
დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.
არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.
ყველა ინფორმაცია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ნახეთ ამ ბმულზე
ავტორი: კესო მოლაშხია











