უნდა გვესმოდეს, რომ ვერც ერთი სახელმწიფო სამსახური ვერ გააკონტროლებს რამდენიმე ათეულ ათას სავაჭრო ცენტრს, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატმა, მაია ცქიტიშვილმა იმედის გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.
„მაქსიმალურად უნდა მოვერიდოთ ნებისმიერი სახის კონტაქტს. ეს არის თვითონ მოქალაქის პასუხისმგებლობა, რომ უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავი დაიცვას და ასევე თავისი საყვარელი ადამიანები, თუნდაც ხანდაზმულები, რომლებიც სახლში ელოდებიან. როცა ბიზნესზე ვსაუბრობთ, ბიზნესსაც აკისრია ძალიან დიდი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.











