fbpx
15/05/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

უახლოესი პერიოდიდან გიორგი კვირიკაშვილი ყველა პრემიერს სჯობდა – კახა კოჟორიძე

17:05 ივნისი 25, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
889
ნახვა

პარტია „ლელო-საქართველოსთვის“ წევრებს საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან პოლიტიკური თანამშრომლობის სურვილი აქვთ.

როგორც „პრაიმტაიმთან“ „ლელო-საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა წევრმა კახა კოჟორიძემ განაცხადა, მიუხედავად მათი სურვილისა, კვირიკაშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს.

„მამუკა ხაზარაძეს ჰქონდა შეხვედრა 2 თუ 3 თვის წინ ყოფილ პრემიერთან. ამ შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პოლიტიკაში მობრუნებას არ აპირებს.

გუშინ მამუკა ხაზარაძემაც აღნიშნა, რომ უახლოესი პერიოდიდან  გიორგი კვირიკაშვილი ყველა პრემიერს სჯობდა, ამ შეფასებას მეც ვიზიარებ“, – განაცხადა კოჟორიძემ.

კითხვაზე, შესთავზა თუ არა ხაზარაძემ კვირიკაშვილს პოლიტიკაში დაბრუნება და “ლელოში” გაწევრიანება? კოჟორიძე გვპასუხობს, რომ ამ კითხებზე პასუხს ვერ გაგვცემს.

„იყო თუ არა შეხვედრის მიზანი ამ საკითების განხილვა, ამას ვერ გეტყვით. შეხვედრის მიზანი იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის მოსაზრებები ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ცხოვრებაზე, რა თქმა უნდა, ძალიან საინტერესოა“,- განაცხადა კოჟორიძემ.

რაც შეეხება „ლელოში“ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის შესაძლო გაწევრიანების საკითხს, როგორც კოჟორიძემ განაცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

„მამუკა ხაზარაძე გიორგი მარგველაშვილს შეხვდა. შეხვედრა შეეხებოდა აზრთა გაცვლა-გამოცვლას – იმას, რომ იდეური თანხვედრაა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტსა და პარტია „ლელოს“ შორის არის.

ხელისუფლება არის აუცილებად შესაცვლელი, მთელი რეფორმები არის გასატარებელი ეკონომიკის, მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებების მიმართულებით. დანარჩენი დეტალები საჯაროდ არ თქმულა და არც რაიმე გადაწვეტილება არის მიღებული“,- განაცხადა კოჟორიძემ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, შესაძლოა, „ლელო-საქართველოსთვის“ სიის პირველი ნომერი იყოს.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

  • დგება მომენტი, როცა რაღაც უნდა შეიცვალოს – გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება?!
  • მას აქვს ავტორიტეტი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ – ხუხაშვილი კვირიკაშვილზე

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

თეგები: გიორგი კვირიკაშვილიგიორგი მარგველაშვილიკახა კოჟორიძე

დაკავშირებული სტატიები

მთავარი ამბავი

პოლიტიკურ კომენტარებს არ ვაკეთებ – გიორგი კვირიკაშვილი სააკაშვილის შესახებ

ნოემბერი 13, 2021
831
პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი „ქართული ოცნების“ დღევანდელ განცხადებას ეხმაურება

ივლისი 28, 2021
928
საზოგადოება

ვემიჯნები და ვგმობ ძალადობას ჟურნალისტების და მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ – გიორგი კვირიკაშვილი

ივლისი 5, 2021
781

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
770

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
781

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია