“მაჭავარიანის ქუჩაზე ახალი გზის პროექტის ფარგლებში, მერიის სამუშაოების პარალელურად, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების ახალი მაგისტრალური ქსელების დაცვისა და უსაფრთხოების მიზნით დღეს, 22 აპრილს 23:00 საათიდან 23 აპრილის 23:00 საათამდე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს”, – ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
„აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს, 22 აპრილის 23:00 საათიდან 23 აპრილის 23:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში: ვაშლიჯვრის დასახლებას, მარშალ გელოვანის გამზირს, მაჭავარიანის, თოფურიას, სარაჯიშვილის, კვანტალიანის ქუჩებს, გოძიაშვილის ქუჩას, გოთუას, ბიძინა ბარათაშვილის, სარგის კაკაბაძის, ტაშკენტის ქუჩის ნაწილს, ზემო ვეძისის, ალასანიას, ვაზისუბნისა და მიმდებარე ქუჩებს.
დიდ დიღოში: I-IV მიკრორაიონებს, ფარნავზ მეფის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, არჩილ მეფის, მირიან მეფის, ჯავახიშვილის, სონღულაშვილის, უგრეხელიძის, ნიკო ბურის, ჰუგო ჰუბერტის, ხატაეთის, შერმადინის, ნესტან-დარეჯანის, ცამეტი ასურელი მამის, როსტევანის, ანდრონიკაშვილის, მიხეილ მესხის, კვირაცხოვლის, მუხათგვერდისა და მიმდებარე ქუჩებს; ბენდუქიძის დასახლებას.
დიდუბის რაიონში: აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ-ს, დიღმის მასივის I კვ.-ის N10-12 კორპუსებს.
ქოშიგორას დასახლებაში: ჭავჭავაძის, უდაბნოს, მოწამეთას, კელასაურის, ასიათასი მოწამის ქუჩებს.
სოფელ ზურგოვანაში: კოსტავას, ჩოხელის, სამაჩაბლოს და აფხაზეთის ქუჩებს.
ზაჰესში: გრიგოლ ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის და ენერგეტიკის ქუჩებს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის“, – აცხადებენ კომპანიაში.










