fbpx
20/04/2026
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები2020
არაფერი მოიძებნა
View All Result
PTN.GE
არაფერი მოიძებნა
View All Result

უდუმაშვილი: ამომრჩევლების აქტიურობა იმას ადასტურებს, რომ „ქართული ოცნება” არჩევნებში ძალიან მწარედ მარცხდება

11:07 ოქტომბერი 31, 2020
წაკითხვის დრო:1 min read
A A
0
783
ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, საარჩევნო უბნებზე ასეთი აქტიურობა იმის დამადასტურებელია, რომ „ქართული ოცნება” არჩევნებში ძალიან მწარედ მარცხდება.

უდუმაშვილის თქმით, ზუგდიდსა და ქუთაისში რამდენიმე უბანზე დარღვევები დაფიქსირდა.

„სპეცსიაში მყოფი ადამიანები, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან, მათ უნდა მისცენ ხმა გადასატანი ყუთით. დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც ქუთაისის 112-ე უბანზე თვითიზოლაციაში მყოფი პირი მივიდა, მისცა ხმა, ეს არის მაკა ფიჩხაია და ხმის მიცემის შემდეგ როცა საარჩევნო უბნიდან გამოვიდა, მას გადასცეს კონკრეტული თანხა და ამის დამადასტურებული ვიდეომასალაც გაგვაჩნია.

კვლავ ხდება სუს-ის დაქირავებული „ოცნების“ აქტივისტების მიერ ამომრჩეველზე ზემოქმედების მიზნით ამომრჩევლის კონტროლი და ამის არაერთი ფაქტი გამოვლინდა. მთელი საქართველოს მასშტაბით ძალიან აქტიურად მიმდინარეობს იმ მედია დამკვირვებლების გამოძევება საარჩევნო უბნებიდან, რომლებიც სპეციალური აპლიკაციით არიან აღჭურვილები. სწორედ ამ აპლიკაციის მეშვეობით ხდება ყველა იმ პირის იდენტიფიცირება, რომლებიც შეეცდებიან მეორედ ან მესამედ მისცენ ხმა საარჩევნო უბანზე. ამ ადამიანებზე განსაკუთრებული ნადირობაა. ამასთან, კონკრეტული პირები, „ქართული ოცნების“ დავალებით, ზუგდიდის საარჩევნო უბანზე ე.წ. კარუსელის დატრიალებას ცდილობენ და ასევე ზუგდიდში, კაზინო „ვეგასის“ წარმომადგენელები, რომელთაც ხელმძღვანელობს ვინმე გია სალია, ცდილობენ „კარუსელის“ განხორციელებას. სისტემა ასეთია, რომ კონკრეტულ პირებს ექნებათ ამომცნობი ნიშნები, ეს არის ბეჭედი ან სამაჯური, რომლის მიხედვითაც ისინი შევლენ საარჩევნო უბანზე და კომისიის წევრები „ქართული ოცნებიდან“ გაფრთხილებულები არიან, რომ ვისაც ასეთი ნიშნები ექნებათ შეუშვან უპრობლემოდ. ასევე ზუდიდში, 89-ე უბანზე ამომრჩეველს აძლევენ მხოლოდ მაჟორიტარის ბიულეტენს და იქ პროპორციული სისტემის ბიულეტენი საერთოდ არ აქვთ“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში სულ 3 205 634 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 3 657 საარჩევნო უბანი. იმ ამომრჩევლებისთვის, რომლებიც იმყოფებიან სამკურნალო დაწესებულებებში, კარანტინსა და თვითიზოლაციაში, ცალკე დამატებით შეიქმნა 127 სპეციალური საარჩევნო უბანი.

არჩევნებში 48 პოლიტიკური პარტია და ორი საარჩევნო ბლოკი მონაწილეობს.

თეგები: 2020 წლის არჩევნებიზაალ უდუმაშვილი

დაკავშირებული სტატიები

პოლიტიკა

რატომ არ აირჩია “ნაციონალურ მოძრაობამ” შიმშილობის ადგილად პარლამენტის შენობა – ზაალ უდუმაშვილის განმარტება

დეკემბერი 22, 2021
868
პოლიტიკა

ეროვნული შერიგება გარდაუვალი პროცესია – ზაალ უდუმაშვილი

დეკემბერი 8, 2021
797
მთავარი ამბავი

სანაპირო 2 საათით იქნება ჩაკეტილი, არავის ეშინია არც წყლის ჭავლების და არც რობოკოპების – ზაალ უდუმაშვილი

ნოემბერი 15, 2021
848

ბოლო განახლებები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024
769

სახანძრო უსაფრთხოება და უსაფრთხოების სისტემები გვიმარტივებს ცხოვრებას

იანვარი 28, 2024
766

ოქროს სესხი

სექტემბერი 5, 2023
780

როგორ შევამციროთ „თელმიკო“-ს კომუნალური გადასახადები

სექტემბერი 1, 2023
791

GWP და მისი პასუხისმგელობა

აგვისტო 30, 2023
777

მიმოხილვა

2 წელი COVID-19-ის პანდემიიდან – რა ისწავლა მსოფლიომ

დეკემბერი 22, 2021
2.3k

მეცნიერები ახალ საფრთხეზე საუბრობენ – რა არის „ტვინდემია”

დეკემბერი 22, 2021
6.4k

დიდი ფულის მოგების იმედით აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რაოდენობა შემაშფოთებელია

დეკემბერი 22, 2021
1.5k

ბოლო სტატიები

ავტო სესხი და ბიზნეს სესხები ლიბერთი ბანკში მეტად მარტივია

თებერვალი 28, 2024

კატეგორია

  • BREAKING
  • არჩევნები 2020
  • დედაქალაქი
  • ეკონომიკა
  • მთავარი ამბავი
  • მიმოხილვა
  • მსოფლიო
  • პირდაპირი
  • პოლიტიკა
  • რეგიონები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სატესტო კატეგორია
  • სიახლე
  • სპორტი
  • შემთხვევა
  • ციტატები

12+

  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია

არაფერი მოიძებნა
View All Result
  • მთავარი
  • უახლესი ინფორმაცია
  • პოლიტიკა
  • სამართალი
    • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • მსოფლიო
  • მიმოხილვა
  • სპორტი
  • არჩევნები

Powered By My Software © 2020 PTN.GE - ყველა უფლება დაცულია