“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, აქციები გაგრძელდება მიუხედავად იმისა, როგორ წარიმართება მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან.
ზაალ უდუმაშვილის თქმით, 13 მარტს ოპოზიცია აქციას ჩაატარებს.
„ჩვენ რომ ხმამაღლა გამოვხატავთ პროტესტს ეს არ არის ის, რომ ამ აქციის რადიკალიზაცია მოხდება. ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ არ ვაპირებდით შენობების ბლოკირებას და ეს იქნებოდა მშვიდობიანი აქცია და ვასრულებთ ჩვენ პირობას. უბრალოდ ხედავთ, რა რაოდენობის პოლიციაა მობილიზებული პარლამენტთან და რა ხდება ზოგადად, იმიტომ რომ ეშინიათ ხმის გაგონების კი, რომ ჩვენი ხმა მივაწვდინოთ. ეს აქციები გაგრძელდება მიუხედავად იმისა, როგორ წარიმართება მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან, იქნება ყველა იმ უწყებასთან, რომელიც ჩვენ გეგმაში გვაქვს ჩამოწერილი და მათ შორის ჩატარდება 13 მარტს დიდი აქცია თბილისში“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი 2 დღიანი ვიზიტით იმყოფება.
შარლ მიშელი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შევხდა და 6 პუნქტიანი ჩარჩო ხელშეკრულება წარუდგინა.
მოლაპარაკების 6 პუნქტი – რა შედეგით დასრულდა შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში