„ჯერ აქცია დაწყებულიც არ იყო, რომ ისინი მოიპარეს და წაიყვანეს“,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა პარლამენტთან მიმდიანრე აქციაზე განაცხადა.
როგორც უდუმაშვილი ამბობს, პოლიცია ერთი კაცის კომფორტს იცავს.
„რამდენ ადამიანს ტენიდნენ ავტომობილში, ვეღარ ვხვდებოდი. ჯერ აქცია დაწყებულიც არ იყო, რომ ისინი მოიპარეს და წაიყვანეს. ეს არის დღეს ხელისუფლების მეთოდი. ეს პოლიცია ერთი კაცის დაცვის სამსახურად არის გადაქცეული და არა სამართალდამცავ უწყებად. იცავენ ერთი კაცის კომფორტს, რომ რაიმე ხმაური არ გაიგონ, მაგრამ ამ ხალხს მაინც მოუწევს ამ ხმაურის გაგება“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდიანრე აქციაზე 7 აქტივისტი დააკავეს.
ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პარლამენტის შესასვლელებთან შეკრებილი აქციის მონაწილეები კიდევ ერთხელ შეახსენებენ ხელისუფლებას საკუთარ მოთხოვნებს. მათივე თქმით, აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა.
რა ხდება ამ წუთებში პარლამენტთან, სადაც პიკეტირების აქცია იმართება ↓